პატრიარქი – გთხოვთ ყველას, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის


ავტორი
Front News საქართველო
სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრევლს სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს.
“გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს!
გვიახლოვდება საეკლესიო ცხოვრების მეტად მნიშვნელოვანი დღეები: შაბათს, 22 ივნისს, არის მიცვალებულთა გამორჩეულად დიდი დღე, – სულის შაბათი.
კვირას ვიზეიმებთ ამ ქვეყნად ეკლესიის დაარსების დღეს, სულთმოფენობას, იგივე მარტვილიას და აჭარაში ქრისტესთვის წამებულთა ხსენებას.
ორშაბათიდან კი იწყება სულიწმიდის კვირეული შაბათის ჩათვლით.
გილოცავთ! და გთხოვთ ყველას, ამ პერიოდში განსაკუთრებულად ილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის.
სულიწმიდის მადლი და ჩვენს დიდებულ წინაპართა მეოხება არ მოჰკლებოდეს სრულიად საქართველოს და თითოეულ თქვენგანს, ამინ!” – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.
თაგები:
პატრიარქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს