პატრიარქი კირილი – ევროპაში რელიგიური სახელმწიფოები არ არის და პოროშენკოს ევროპული არჩევანი არ აქვს


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაარღვია თავისი ქვეყნის კონსტიტუცია, როდესაც რელიგიურ საკითხებში შეიჭრა და ცდილობს მართოს ეკლესიები, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა რუსეთის რელიგიათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“ევროპულ ცივილიზაციაში სეკულარული სახელმწიფოს იდეა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ევროპაში არ არსებობს რელიგიური სახელმწიფოები… პოროშენკოს არანაირი ევროპული არჩევანი არ აქვს, აქვს თავისი მიზნები და ამოცანები, უპირველეს ყოვლისა, დარჩეს ხელისუფლებაში. ის არღვევს თავის ქვეყნის კონსტიტუციას, ის იჭრება რელიგიურ პრობლემებში, ცდილობს ეკლესიების გაკონტროლებას და ამავე დროს ევროპულ არჩევანზე საუბრობს”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.
თაგები:
პატრიარქი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა