პატრიარქი – მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით… მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო


ავტორი
Front News საქართველო
საპატრიარქო მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ილია მეორეს სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.
მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით… მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო.
ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
მომღერალი მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.


იმედა კახიანი – ბიძინა ივანიშვილს რომ თავისი ქვეყანა უყვარს და დიდი ამაგი აქვს გაწეული, ამას რომ არ დაინახავ, მაშინ აღარაფერი მესმის

მამუკა მდინარაძე – იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა, ეს რაღაც დიდი თამაშია, არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს არარეალურ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში

პატრიარქი – ამ თვისებების წყალობით მიაღწია იმას, რომ თავისი სამწყსო ერთ ოჯახად შეკრა და ღვთის სიყვარულით აღანთო