
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილს ავრცელებს.
“ბატონი გელა ჩარკვიანი ჩვენი დროის გამორჩეული პიროვნებაა. იგი თავისი მრავალფეროვანი, მრავალმხრივი ნიჭის წყალობით როგორც ძველი, ისე ახალი თაობისათვის ყოველთვის მისაღები და ახლობელი იყო. მუდამ ხალისიანი სინამდვილეში დიდ ტკივილს ატარებდა, მაგრამ თავისი ჯვრის სიმძიმეს არ იმჩნევდა.
პუბლიცისტი, დიპლომატი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, მუსიკოსი. ბატონი გელა ფართო საზოგადოებამ სატელევიზიო გადაცემებით გაიცნო და შეიყვარა.
აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან შეიწყალოს იგი და სასუფეველი დაუმკვიდროს. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახის წევრები”,- აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
გელა ჩარკვიანი 9 ნოემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს