
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით, პენიტენციური სისტემის სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს სააღდგომო ნობათი – ტკბილეული, სააღდგომო პასკა, კვერცხი, სხვა საკვები, სანთლები და საჩუქრები გადაეცათ.
ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სააღდგომო საჩუქრები გადაეცათ ქალების N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს, არასრულწლოვანთა N11 და N8, ასევე ქუთაისის N2 დაწესებულებებში განთავსებულ არასრულწლოვნებსა და ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულებს გლდანის N8 დაწესებულებაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს