
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ჯაბაროვი პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” თავმჯდომარეს დავით თარხან-მოურავს და გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს შეხვდა.
როგორც ფედერაციის საბჭოს ოფიციალური ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის მონაწილეებმა განვითარებასთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
დავით თარხან-მოურავმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობის შესახებ და აღნიშნა, რომ პარტია საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ნეიტრალიტეტის ერთგულია.
მან ასევე რუსეთსა და საქართველოს შორის კავშირების სამომავლო მხარდაჭერასა და განვითარებაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე დიალოგის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს