პაველ ბოგომაზოვი – წერილი მიხეილ სააკაშვილმა ადვოკატებთან ერთად დაწერა


ავტორი
Front News საქართველო
კიევი: ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის პაველ ბოგომაზოვის განცხადებით, წერილი, რომელიც სააკაშვილის სახელით სოციალურ ქსელში გავრცელდა, მისი დაწერილია.
“ეს წერილი მიხეილ სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატებთან ერთად დაწერა”, – განუცხადა ბოგომაზოვმა Front News-ს.
უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ლარისა სარგანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართვის წერილი, უკრაინელი ხალხისადმი, რომელიც საპროტესტო აქციაზე წაიკითხეს, ყალბია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 8 დეკემბერს დააკავეს. მან წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.
უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით შინაპატიმრობას მოითხოვს.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა