პაველ კირილენკო – ვოლნოვახა ფაქტობრივად აღარ არსებობს, მარიუპოლს კი უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს
უკრაინა
25.03.2022 / 22:15


ავტორი
Front News საქართველო
ძირითადი ქალაქები, მათ შორის მარიუპოლი, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ქალაქი ვოლნოვახა ფაქტობრივად განადგურებულია.
ამის შესახებ დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ პაველ კირილენკომ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს ქალაქი ვოლნოვახა, რომლისთვისაც ბრძოლები ორი კვირა გაგრძელდა და დღეს ასეთი დასახლება, ფაქტობრივად, არ არსებობს, რადგან შენობების და ინფრასტრუქტურის უმეტესობა დანგრეულია.
“აქედან გამომდინარე, უკრაინის შეიარაღებული ძალები გადავიდა სხვა პოზიციებზე. სხვა დასახლებები, მათ შორის მრავალტანჯული მარიუპოლი, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უჭირავს”, – განაცხადა კირილენკომ.
თაგები:
უკრაინა