
ავტორი
Front News საქართველო
აგვისტოში რუსეთმა დაკარგა დაახლოებით 36 810 ჯარისკაცი უკრაინის წინააღმდეგ ომში. გარდა ამისა, შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 6383 ერთეული იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრე პავლიუკმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აგვისტოში განადგურებულია მტრის 193 ტანკი, 557 სამხედრო ჯავშანტექნიკა; 1517 საარტილერიო სისტემა; 44 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა; 33 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 2065 სატრანსპორტო საშუალება; 278 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა.
“გარდა ამისა, უკრაინის დამცველებმა ჩამოაგდეს 5 თვითმფრინავი, 2 ვერტმფრენი, ასევე 1539 დრონი და მტრის 150 რაკეტა”, – წერს პავლიუკი.
თაგები:
მთავარი ამბავი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს