Logo

პენიტენციური სამსახური – მიხეილ სააკაშვილს დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება

პოლიტიკა
518
Frontnews image description

სპეციალური  პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო.

 

“ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტებზე მათ შორის ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე ნატურალური წვენის რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“- განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი შეიძინა.მიხეილ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებაში მერვე დღეა იმყოფება

Advertisement