პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი სააკაშვილის მხარდამჭერებმა შეძახილებით – “მონა” გააცილეს


ავტორი
Front News საქართველო
“მონა” – ამ შეძახილების ფონზე მოუხდა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელს ნიკა აბრამიშვილს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიის დატოვება.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები მისგან სამსახურის პოზიციის გამო პასუხს ითხოვდნენ.
მოქალაქეების გარემოცვაში მოხვედრილი ავტომანქანის ტერიტორიიდან გაყვანა მხოლოდ მანდატურის სამსახურის ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 22 დეკემბერს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს არც ფიზიკური დასწრების და არც ონლაინ ჩართვის შესაძლებლობა არ მისცეს.
მოსამართლე გიორგი არევაძემ უარი თქვა ადვოკატის მოთხოვნაზე პროცესის 21 დეკემბერს დანიშნაზე, რადგან ეს დღე მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს