Logo

პენტაგონი – უკრაინაში 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მოკლული ან დაჭრილი

უკრაინა
10.11.2022 / 10:38
Frontnews image description

უკრაინის ომში 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა და დაიჭრა, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა მარკ მილიმ განაცხადა.

 

ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას მილიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი შეფასებით, მოკლულია დაახლოებით 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე.

 

“ჩვენ ვსაუბრობთ დაღუპული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობაზე 100 ათასზე მეტ დონეზე. ალბათ, იგივეა უკრაინულ მხარესთან. ეს არის ადამიანური ტანჯვის უზარმაზარი მასშტაბი”, – განაცხადა მილიმ.

 

მილის არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა ეს ინფორმაცია.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზარალის შესახებ ბოლოს 21 სექტემბერს განაცხადა, მათი მტკიცებით დაღუპულია 5937 ადამიანი.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 9 ნოემბრის მდგომარეობით, 77 950-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია განადგურებული.

Advertisement