პენტაგონის ხელმძღვანელი ისრაელში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა, ის არაერთ შეხვედრებს გამართავს ისრაელის მაღალჩინოსნებთან, – ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
ოსტინი გახდა აშშ-ის მეორე მაღალჩინოსანი, რომელიც ისრაელს “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ ეწვია. სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ისრაელში გუშინ ჩავიდა.
მოსალოდნელია, რომ ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს და ისრაელის სამხედრო კაბინეტს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პენტაგონის ხელმძღვანელი ასევე საკუთარი თვალით ნახავს, თუ როგორ გამოიყენება ისრაელისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღი.
თაგები:
ლოიდ ოსტინი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს