Logo

პერე ჟოან პონი - მოვითხოვეთ პატიმრების მონახულების უფლება, პასუხი უარყოფითი იყო

პოლიტიკა
175
Frontnews image description

მოვითხოვეთ პატიმრების მონახულების უფლება, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატთან შეხვედრა, ეს თხოვნა გადავეცით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის სპიკერს, პასუხი უარყოფითი იყო, ჩვენ ამას ვიღებთ, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სერიოზულია მდგომარეობაა საქართველოში და ისახავს თუ არა მიზნად ქვეყანაში ბოლო დროს მიღებული კანონები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, პონმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას მხარეთა ნაწილის თქმით, ქვეყანაში მდგომარეობა, 2024 წელთან შედარებით, არ გაუმჯობესებულა.

„დღეს ზოგიერთი მხარისგან გავიგეთ, რომ მდგომარეობა 2024 წელთან შედარებით, სულ მცირე, არ გაუმჯობესებულა. პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის სპიკერს დღეს ვუთხარით, რომ ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც მათ უნდა გადადგან, არის სასჯელის 50 პროცენტზე მეტი მოხდილი პატიმრების გათავისუფლების საკითხის განხილვა“, – განაცხადა პონმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, არიან თუ არა დაკავებული პირები პოლიტპატიმრები, პერე ჟოან პონმა აღნიშნა, რომ ეს მისი განსასჯელი არ არის.

„ეს ჩემი განსასჯელი არ არის პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა. შემიძლია ვთქვა, რომ ისინი პატიმრობაში არიან პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ქმედებების გამო. ჩვენ დიალოგს ვესწრებოდით, სადაც ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება და მთავრობა ერთმანეთთან ჩვენი მეშვეობით საუბრობდნენ.

მოვითხოვეთ პატიმრების მონახულების უფლება, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატთან შეხვედრა. ეს თხოვნა გადავეცით პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის სპიკერს, პასუხი უარყოფითი იყო. ჩვენ ამას ვიღებთ. მთავრობას უფლება აქვს, უარი თქვას, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, განეხილათ ეს საკითხი. მიგვაჩნია, რომ თუ აპირებთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს, რაზეც ამ ორი დღის განმავლობაში ვისაუბრეთ, პოლიტიკური მოლაპარაკება საჭიროა.  მიმაჩნია, რომ დღეს, ჩვენ მიერ გამოცდილი სიტუაცია, სულ მცირე, გვავალდებულებს, ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ მათ ეს უნდა გაითვალისწინონ ეს“, – განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები