პერე ჟოან პონს სამპიეტრო - "მოსკოვის მექანიზმი" ჩვენთან კავშირში არ არის, მასზე წვდომა არ მაქვს

ავტორი
Front News საქართველო
შეხვედრებზე ვახსენებდით [“მოსკოვის მექანიზმს”], ისინიც ახსენებდნენ, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, დელეგაციის ვიზიტს კავშირი არ აქვს “მოსკოვის მექანიზმთან”.
"რა თქმა უნდა, ვახსენებდით, ისინიც ახსენებდნენ, მაგრამ ჩვენთან კავშირში არ არის. წვდომა არ მაქვს [“მოსკოვის მექანიზმის”] ანგარიშზე, არ მინახავს. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა აქტორთან ჩართულობა შევძელით", - განაცხადა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.
თაგები:
პერე ჟოან პონს სამპიეტრო




