პერუში ათასობით ადამიანმა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა


ავტორი
Front News საქართველო
პერუს დედაქალაქ ლიმას ქუჩებში პრეზიდენტის, მემარცხენე ლიდერის პედრო კასტილოს გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა. კასტილიოს მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.
პრეზიდენტმა მომიტინგეებს ხალხის მტრები უწოდა.
პოლიციამ ხალხის დაშლის მცდელობისას რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
კასტილიო, რომელმაც თანამდებობა გასული წლის ივლისში დაიკავა, უკვე გადაურჩა იმპიჩმენტის ორ მცდელობას. ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალ სასამართლო პროცესს ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა აღიარა, რომ ის საკმარის ხმებს ვერ დააგროვებს.
თაგები:
აქცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს