პესკოვი – ჯერჯერობით შეთანხმებული სატელეფონო საუბრები არ არის, პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის


ავტორი
Front News საქართველო
ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში არ გეგმავს მოლაპარაკებებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, ბერლინიდან მსგავსი საუბრის მოთხოვნა არ ყოფილა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ჯერჯერობით შეთანხმებული სატელეფონო საუბრები არ არის. პუტინი ღიაა კონტაქტებისთვის”, – განაცხადა პესკოვმა შოლცის განცხადების კომენტირებისას.
გერმანიის კანცლერმა დღეს განაცხადა, რომ მას სურს, “განაგრძოს ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად” პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებებში.
“მე ასევე კვლავ ვისაუბრებ პუტინთან, რადგან აუცილებელია ერთმანეთთან საუბარი. პუტინმა უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ეს საშინელი, უაზრო ომი”, – განაცხადა შოლცმა.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს