პესკოვი – “მარცვლეულის შეთანხმება” ფაქტობრივად შეწყდა, შეჩერებულია


ავტორი
Front News საქართველო
კრემლმა უარი თქვა “მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, რომელიც დღეს, 17 ივლისს მთავრდება, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა
“მარცვლეულის შეთანხმება” ფაქტობრივად შეწყდა, შეჩერებულია“, – განუცხადა პესკოვმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას.
მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება „მარცვლოვან შეთანხმებას“, ოღონდ იმ პირობით, რომ მისი “შეთანხმებები განხორციელდება“.
როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, პესკოვმა უარყოფითად უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა გავლენა იქონიოს ყირიმის ხიდზე აფეთქებამ “მარცვლეულის შეთანხმებაზე“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთმა დღეს თითქოს “ოფიციალურად აცნობა თურქეთს და უკრაინას მისი წინააღმდეგობების შესახებ “მარცვლეულის შეთანხმების” გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში უკრაინა რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
უკრაინული მხარე საკითხებს განიხილავს თურქეთთან და გაეროსთან და ისინი, თავის მხრივ, ცალკე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთის ფედერაციასთან.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს