პესკოვი – პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება მოდიოდეს საფრთხე


ავტორი
Front News საქართველო
კრემლში აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისათვის საფრთხე შესაძლოა, პოლონეთიდან მოდიოდეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთიდან ძალიან მტრული რიტორიკა მოდის – ტრადიციულად, ის არასოდეს ყოფილა მეგობრული, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში გახდა მტრულად განწყობილი და ის, რომ პოლონეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიძლება მოდიოდეს საფრთხე, ასევე აშკარა ფაქტია. ამაზე, თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ ისაუბრა ჩვენმა საგარეო დაზვერვის უფროსმა. ეს აშკარა ფაქტებია“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
გასულ თვეს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა, განაცხადა, რომ პოლონეთი აშშ-სთან ერთად უკრაინის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის დამყარების გეგმაზე მუშაობს.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს