პესკოვი – პუტინმა იცის, საით მიჰყავს ქვეყანა, მას ყველა მხარს უჭერს


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“: რუსეთი გაიმარჯვებს და მიაღწევს თავის ყველა მიზანს.
“დარწმუნებულნი ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და დარწმუნებული ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მივაღწევთ ყველა მიზანს”, – განაცხადა პესკოვმა საგანმანათლებლო მარათონზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იცის, სად მიჰყავს ქვეყანა და არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი და უკიდურესად მაღალი დონის მხარდაჭერა სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.
“მთელი ქვეყანა მხარს უჭერს მას. დარწმუნებული ვარ, თქვენ მხარს უჭერთ მას, ახალგაზრდობა მხარს უჭერს მას, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობა მხარს უჭერს მას.
ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზანს, თქვენ კი უკეთესად იცხოვრებთ და თქვენი უსაფრთხოება იქნება პრიორიტეტი”, – განაცხადა პესკოვმა.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს