პესკოვი – რუსეთი არავის უყვარს და ჩვენ ეს არ გვჭირდება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ დასავლეთში “რუსეთი არავის უყვარს”. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, თუ საით მიდის ახლა რუსეთი.
პესკოვის თქმით, რუსეთის ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან კონფრონტაციის ეტაპზეა.
“ჩვენ არ ვმოძრაობთ, მაგრამ უკვე მივედით სადგურზე, რომელსაც “კონფრონტაციას” ეძახიან. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, ძლიერები და გვქონდეს უსაფრთხოების ზღვარი, რადგან ჯერ კიდევ უნდა ვიცხოვროთ ამ დაპირისპირების პირობებში.
ჩვენ არავის ვუყვარვართ, არც აპირებენ შეყვარებას და ჩვენ ეს არ გვჭირდება”, – განაცხადა პესკოვმა.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს