პესკოვი – საფრანგეთის არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასახავს ევროპის ტენდენციებს


ავტორი
Front News საქართველო
კრემლი აკვირდება საფრანგეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც მემარჯვენე ეროვნული რენესანსის პარტია ლიდერობს. კენჭისყრის პირველი ტურის შედეგები ზოგადად ასახავს ევროპის ტენდენციებს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნების მიმდინარეობას. ტენდენციები, რომლებიც მანამდე გამოიკვეთა ევროპის რიგ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, დასტურდება.
ალბათ, დაველოდებით მეორე ტურს, თუმცა ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ნათელია ფრანგი ამომრჩევლის უპირატესობები”, – განაცხადა პესკოვმა.
წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში პრორუსი მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ ლიდერობს.
თაგები:
დიმიტრი პესკოვი

“ევროპის უნივერსიტეტში” უნივერსიტეტისა და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი იმართება

“ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის შედეგები ცნობილია

6 მარტს “ევროპის უნივერსიტეტისა” და საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებული ესსეების კონკურსის პირველი ეტაპი გაიმართება