პესკოვი – სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია


ავტორი
Front News საქართველო
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
“დაძაბულობა ნამდვილად არის. თქვენ იცით, გუშინ გადაწყდა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის მისია საზღვარზე წასულიყო. ისინი სახელმწიფოს მეთაურებს წარუდგენენ ანგარიშს, რომელიც განიხილება“, – განაცხადა პესკოვმა.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლები დილიდან განახლდა. სომხეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ უპილოტო საფრენი აპარატები, არტილერია და ნაღმმტყორცნები გამოიყენა. ოფიციალური ბაქო კი აცხადებს, რომ სომხეთი აზერბაიჯანის პოზიციებზე ლაჩინისა და კელბაჯარის რაიონებში საარტილერიო დარტყმებს განაგრძობს.
აზერბაიჯანი აცხადებს, რომ დაღუპულია 50 სამხედრო, სომხეთის მონაცემებით, შეტაკებებს 49 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს