Logo

პესკოვის მტკიცებით, აფრიკის ქვეყნების უმეტესობამ რუსეთ-აფრიკის სამიტზე დასწრებაზე უარი დასავლეთის ზეწოლის გამო თქვა

მსოფლიო
643
Frontnews image description

აფრიკის ქვეყნების უმეტესობა რუსეთ-აფრიკის სამიტზე დასწრებაზე უარი თქვა, კრემლი ამაში დასავლეთს ადანაშაულებს, – წერს CNN.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ ესწრება სამიტს აფრიკის მხოლოდ 17 ქვეყნის მეთაური, რაც 2019 წელთან შედარებით ორჯერ ნაკლებია, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ყველაფერში დასავლეთი დაადანაშაულა.

 

“ხდება შეერთებული შტატების, საფრანგეთის და სხვა სახელმწიფოების მხრიდან აფრიკის ქვეყნებში მათი დიპლომატიური მისიების მეშვეობით ღია თავხედური ჩარევა და  მცდელობა მოახდინონ ზეწოლა ამ ქვეყნების ხელმძღვანელობაზე, რათა თავიდან აიცილონ მათი აქტიური მონაწილეობა ფორუმში”, – განაცხადა პესკოვმა.

Advertisement