
ავტორი
Front News საქართველო
საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“საქართველომ განაცხადა, რომ უნდა ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარული ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ, ევროპა დავეხმარებით საქართველოს, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ საქართველოსთვის თუ ეს არის პრიორიტეტული თემა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირება მოახდინოს ამ თემაზე.
ევროპა არის პლურალისტული დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, სწორედ ამიტომ ევროპის საბჭომ საქართველოს დაუწესა 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ იქნებ საუბარი კანდიდატის სტატუსზე. შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ფიშერმა.
თაგები:
პეტერ ფიშერი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს