
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენმა აღმოსავლელმა პარტნიორებმა, უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ აირჩიეს და დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ ევროპულ გზას. ჩვენ უნდა ვიაროთ ახლა ამ გზაზე ერთად და გავერთიანდეთ ლიბერალური დემოკრატიის გასამარჯვებლად აღმოსავლეთ ტოტალიტარიზმზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებისას განაცხადა.
“მტკიცედ მჯერა, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული ბელარუსი ასევე გაიმეორებს თავის მსვლელობას ევროპისკენ. უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილება და საქართველოს გამხნევება, გააგრძელოს მისი მსვლელობა, გააძლიერებს ევროკავშირის როგორც მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსს.
მსურს, მივულოცო უკრაინისა და მოლდოვის მოსახლეობას მათი მიღწევების გამო და გავამხნევო საქართველოს მოსახლეობა, დარჩნენ ერთიანი და შეინარჩუნონ მათი ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებები“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
თაგები:
პეტრას აუსტრევიჩუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს