პეტრე ცისკარიშვილი - აბსურდის თეატრია, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს

ავტორი
Front News საქართველო
“მთელი ეს აბსურდის თეატრი, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს, ამ თვითგამოცხადებული არალეგიტიმური ხელისუფლების კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ვერ ჩავთვლი, რომ რაიმე დარღვევაა რომელიმე პირის მხრიდან, თუნდაც ნიკა გვარამიას მხრიდან”, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
"თვითმარქვია პარლამენტის თვითმარქვია თვითგამოცხადებული რეჟიმის მიერ არაკანონიერი კომისია, რომელიც გიბარებს და იქ არ მიდიხარ, ეს ნამდვილად არ არის კანონდარღვევა და არალეგალური მოქმედება, აქედან გამომდინარე მთელი ეს აბსურდის თეატრი, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს, ამ თვითგამოცხადებული არალეგიტიმური ხელისუფლების კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ვერ ჩავთვლი, რომ რაიმე დარღვევაა რომელიმე პირის მხრიდან, თუნდაც ნიკა გვარამიას მხრიდან”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა და ის რუსთავის ციხესთან მივიდა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




