Logo

პეტრე ცისკარიშვილი - აბსურდულია ბრალია, რომელიც შეთითხნა რეჟიმმა, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს

პოლიტიკა
182
Frontnews image description

აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდულია ბრალია, რომელიც შეთითხნა რეჟიმმა, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ბოლო ჟამი აქვს.

"აბსოლუტურად წარმოუდგენელი, აბსურდულია ბრალია, რომელიც შეთითხნა რეჟიმმა, მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სხვა საბაბი ლევანმა მათ არ მისცა, რომ ბრალი წარედგინათ და დაეკავებინათ. ამიტომ გამოიგონეს ეს. სინამდვილეში მათ აქვთ ბოლო ჟამი. ეს არის მხდალი რეჟიმი, რომელიც ცდილობს ციხეებში გამოკეტვით, ველიდან ჩამოშორებით და ველის მოსუფთავებით ძალაუფლება გაინაღდოს და დარჩეს ხელისუფლებაში მუდმივად", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

სუსმა "ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ბრალდებით დააკავა.

Advertisement