პეტრე ცისკარიშვილი – ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში. მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ივანიშვილისთვის მეორე შანსის მიცემა არასანდო პროცესია.
“ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისგან თავისუფალ საქართველოში. მხოლოდ მაშინ ექნება აზრი ახალ არჩევნებს, მხოლოდ მაშინ ჩატარდება თავისუფლად და დემოკრატიულად, ხოლო თუ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთ შანსს მივცემთ, რომ ე.წ. მეორე ტური ჩაგვიტაროს, მე მსგავსი პროცესის მიმართ არანაირი ნდობა არ მაქვს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი