პეტრე ცისკარიშვილი - აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები შეეხოთ მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლებს და არა მთელ საზოგადოებას


ავტორი
Front News საქართველო
რეალური საფრთხეა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაკარგონ, მაგრამ პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები შეეხოს მხოლოდ "ოცნების" წარმომადგენლებს და არა მთელ საზოგადოებას, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.
“სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ საქართველომ, საქართველოს ყველა მოქალაქემ დაკარგოს ის სიკეთე, რომელიც თავის თავში გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, მაგრამ ჩვენ ჩვენის მხრივ ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმაზე, რომ რეალურად დასანქცირდნენ მხოლოდ ოცნების წარმომადგენლები და კონკრეტული ჯგუფები და არა მთელი ქართული საზოგადოება, იმიტომ რომ ის შედეგი რაც შეიძლება დადგეს ამ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით არის ამ კონკრეტული ადამიანების “დამსახურება”, მათი “მუშაობის” შედეგად, მათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ეგრეთ წოდებული “რეფორმების” შედეგად მივედით იქამდე, რომ ევროპისთვის ჩვენ მისაღები პარტნიორები აღარ ვართ. ჩვენ არ ვართ საერთო ღირებულებებით სისტემაში მოქცეული ევროპასთან ერთად, ამიტომ ძალიან ლოგიკური ნაბიჯია მათი მხრიდან იმის გაკეთება, რომ 8 წლის თავზე შეწყდეს ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოსთან, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავარი მომენტი, რომ აბსტრაქტულად არაფერი არ ხდება. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს წარმოადგენენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა და შესაბამისად ამ ადამიანების მიმართ უნდა იქნეს შესაბამისი ზომები გატარებული და არა ჩვენი ყველა თანამოქალაქის საწინააღმდეგოდ. ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან უკვე მეორე თვეა და საბოლოო ჯამში, ალბათ, სექტემბრის ბოლოდან - ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი ამასთან დაკავშირებით”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს