Logo

პეტრე ცისკარიშვილი - ამ პროცესს არ აქვს არანაირი კავშირი სამართალთან, საქართველოს ისტორია გაამართლებს მიხეილ სააკაშვილსაც და თემურ ჯანაშიასაც

პოლიტიკა
290
Frontnews image description

“ამ პროცესს არ აქვს არანაირი კავშირი სამართალთან და კონკრეტულად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან, ეს არის ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილება და მოსამართლეები უბრალოდ კითხულობენ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ისტორია გაამართლებს მიხეილ სააკაშვილსაც და თემურ ჯანაშიასაც”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა.

“ამ პროცესს გასაგებია, რომ სასამართლოსთან და კონკრეტულად დამოუკიდებელ მართლმსაჯულებასთან არანაირი საერთო არ აქვს, ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი”ოცნების” პოლიტიკურ კაბინეტებში და ის მოსამართლეები, რომლებიც კითხულობენ და აჟღერებენ და არიან მათი პოლიტიკური ჭანჭიკები, მათი პოლიტიკური პარტიის წევრები და ასეთი მართლმსაჯულება გვაქვს ჩვენ საქართველოში სამწუხაროდ. სააპელაციო სასამართლომაც გაამტყუნა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ისტორია მას გაამართლებს.

აქ ჩვენ არ გვაქვს საქმე სასამართლო გადაწყვეტილებასთან, საქმე გვაქვს ივანიშვილის დავალებების შესრულებასთან, არანაირი კავშირი ამ საქმეს სამართალთან არ აქვს, მაგრამ ამას ქართველი ხალხი აუცილებლად გასცემს პასუხს და საქართველოს ისტორია თემურ ჯანაშიასაც და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს ისტორია გაამართლებს.

ეს თანხები რაშიც დაიხარჯა, 2013 წლიდან მოყოლებული ზუსტად ანალოგიურად ხარჯავდა “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებიც, სხვადასხვა თანამდებობის პირები, ისევე როგორც სახელმწიფო დაცვის სამსახური, რისი გასაჯაროებაც რატომღაც არ სურს “ოცნების” რეჟიმს და ყოველ ჯერზე ეს დოკუმენტები დარჩა და ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯები, რომლის განკარგვის უფლებამოსილებაც და პასუხისმგებლობაც ეკისრება სახელმწიფო უმაღლეს პირებს”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

Advertisement