პეტრე ცისკარიშვილი – “არა რუსულ კანონს” გაცილებით უფრო მარტივი იქნება, როდესაც “არა რუსულ მთავრობას” იქნება სლოგანი


ავტორი
Front News საქართველო
ამ რუსული კანონის გაკეთილშობილებაში რომ არავინ შეჰყვა და მათ შორის არც პრეზიდენტი, ძალიან კარგია, ძალიან მკაფიო განაცხადია. პრეზიდენტს სწორი პოზიცია ჰქონდა თავიდანვე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “არა რუსულ კანონს” გაცილებით უფრო მარტივი იქნება, როდესაც “არა რუსულ მთავრობას” იქნება სლოგანი”.
“პრეზიდენტს სწორი პოზიცია ჰქონდა თავიდანვე, რომ რაღაც მუხლებზე დავა და წინადადებების ჩასწორება იგივე “ოცნების” თამაში იქნებოდა. ამ რუსული კანონის გაკეთილშობილებაში რომ არავინ შეჰყვა და მათ შორის არც პრეზიდენტი, ძალიან კარგია, ძალიან მკაფიო განაცხადია. ამ კანონის მიღებაში ხედავენ ხსნას, იმიტომ, რომ მეტი ავტორიტარიზმი ნიშნავს, მათი გადმოსახედიდან, ძალაუფლების მეტხანს შენარჩუნებას, მაგრამ სწორედ ჩვენი, ქართული საზოგადოების პროევროპულად განწყობილი ყველა ჩვენი თანამოქალაქის ამოცანა არის, რომ ეს ხელისუფლება დავამთავროთ.
“არა რუსულ კანონს” გაცილებით უფრო მარტივი იქნება, როდესაც “არა რუსულ მთავრობას” იქნება სლოგანი” , – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

პეტრე ცისკარიშვილი – არახამია გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვიდრე ეს უსამშობლო მოღალატეები

ნიკა ობოლაძე – ჩვენი პასუხი უნდა იყოს არა “არა რუსულ კანონს”, არამედ “არა რუსულ ხელისუფლებას”

მამუკა მდინარაძე – ექნებათ რევოლუციური სცენარები, მაგრამ უფრო ნაკლებად შედეგიანი იქნება, ვიდრე წელს იყო