
ავტორი
Front News საქართველო
არავინ იქნება აღფრთოვანებული, რომ თბილისში, დედაქალაქში ხელისუფლებაში უზით მთავრობა, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები მოწმენდილ ცაზე არ მიუღიათ, რადგან ეს “ოცნების” ნაბიჯების შედეგია.
“არავინ იქნება აღფრთოვანებული, რომ თბილისში, დედაქალაქში ხელისუფლებაში უზით მთავრობა, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ტყუილადაც არ არის სანქცირებული. ყველაფერი ხომ მიზეზშედეგობრივია.
ის, რა ინიციატივებიც შემოიტანეს, რა კანონებიც მიიღეს, ამის გამო დასანქცირდნენ. მოწმენდილ ცაზე ისინი არ დასანქცირებულან და მათი ეს ვიზების შეზღუდვა არავის მოფიქრებია და გახსენებია უბრალოდ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს