Logo

პეტრე ცისკარიშვილი – ასეთი თამაშის წესებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მიიღებენ

პოლიტიკა
507
Frontnews image description

იმ მოცემულობაში, როცა მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიზის ციხეში და შენ გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს უბრალოდ არ გამოვა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

 

“ჩვენ პრაქტიკულად, შევდივართ საარჩევნო ფაზაში. სულ რამდენიმე თვეში საარჩევნო კამპანია იქნება გახსნილი საქართველოში და იმ მოცემულობაში, როცა მთავარი ოპოზიციური მოთამაშე, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიზის ციხეში და შენ გინდა, ლეგიტიმური არჩევნები ჩაატარო, ეს უბრალოდ არ გამოვა. ასეთი თამაშის წესებს ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ მიიღებენ.

 

ამერიკელმა ელჩებმა, ვისაც კი საქართველოში უმუშავია, დაახლოებით ერთი კვირის წინ დაწერეს ღია წერილი, სადაც ყველა ერთხმად მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რეჟიმს, მის წარმომადგენლებს, ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის უფლებებს ლახავენ, არა მხოლოდ სანქციები ემუქრებათ, არამედ პირდაპირ “მაგნიტსკის აქტი“ ამოქმედდება მათ წინააღმდეგ. შეუძლიათ, ჩახედონ “მაგნიტსკის აქტს“, რომელიც ამოქმედებულია მსოფლიოში ბევრი პოლიტიკური მოთამაშის მიმართ, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტიდან, ისევე, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის იმ წარმომადგენლებზე, რომლებმაც ძალიან უხეშად დაარღვიეს ადამიანის უფლებები. “მაგნიტსკის აქტი“ აშშ-ის მიერ მიღებული კანონია, რომელიც ასეთი ბოროტმოქმედების პირდაპირ სანქცირებას ითვალისწინებს და ამ აქტზეა საუბარი. 

 

ასევე, რეზოლუციების მიღების შემდეგ, რომელიც ევროპარლამენტმა ბოლო თვეების განმავლობაში მიიღო, უკვე არსებობს რამდენიმე ათეული ევროპარლამენტის მიერ ხელმოწერილი კონკრეტული მიმართვა, რომ მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს გათავისუფლებული“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები