პეტრე ცისკარიშვილი - ბოლო პერიოდში ძალიან ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის, სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს უბრალოდ და აბსურდული ბრალდებით დააკავეს

ავტორი
Front News საქართველო
“ბოლო პერიოდში ძალიან ეშინიათ ლევან ხაბეიშვილის და აი, ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს უბრალოდ და აბსურდული ბრალდებით დააკავეს. თუ ჰგონიათ, რომ ლევანის დაკავებით ჩააქრობენ 4 ოქტომბრის მუხტს, პირიქით, ლევანის ადგილას გამოვა ათი ათასობით საქართველოს მოქალაქე და ნახავენ ქართველი ხალხის რისხვას”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ჩვენ გუშინ გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით შეფასება. მიხეილ სააკაშვილის ეშინია უკვე ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილს, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, ლევანისიც ძალიან შეეშინდა. და აი, ამ შიშის გამო სხვა გამოსავალი ვერ იპოვეს უბრალოდ და ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს და დააკავეს ლევანი აბსოლუტურად გაუგებარი, წარმოუდგენელი, აბსურდული ბრალდებით - ვითომ ვიღაცას სთავაზობდა ქრთამს. სინამდვილეში, კანონის საფუძველზე საბიუჯეტო ასიგნებებით გათვალისწინებული ჯილდოს და პრემიის შეთავაზება როგორ შეიძლება იყოს ქრთამი, ამაზე თქვენ თვითონ გაეცით პასუხი. 4 ოქტომბრის გეგმებს რაც შეეხება - არაფერი იცვლება - რეჟიმს თუ ეგონა, რომ ამით ველს მოასუფთავებდა და ლევანის იზოლირებით ჩააქრობდა იმ მუხტს, იმ ტალღას, რომელიც იგეგმება 4 ოქტომბრისთვის და იმ ბრაზს რაღაცნაირად გაანეიტრალებდა, რაც საზოგადოებაში არსებობს მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება პირიქით. ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი, რომელიც ჩაანაცვლებს ლევანს სწორედ იმ დღეს, 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ნახავენ ხალხის რისხვას”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


