პეტრე ცისკარიშვილი - ბრიტანეთმა თავისი საბიუჯეტო რესურსები სად და როგორ დახარჯოს მსოფლიო მასშტაბით, იცის გადასარევად კარგად


ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთმა თავისი ფული, თავისი საბიუჯეტო რესურსები სად და როგორ დახარჯოს მსოფლიო მასშტაბით, იცის გადასარევად კარგად, - ამის შესახებ "ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორი და მედია დაფინანსდებოდნენ იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატია გაღვივდეს.
"ბრიტანეთმა თავისი ფული, თავისი საბიუჯეტო რესურსები სად და როგორ დახარჯოს მსოფლიო მასშტაბით, იცის გადასარევად კარგად. ამ მოცემულობას ჩვენ ვერ შევეგუებით უბრალოდ, რომ საქართველოში არ იყოს დემოკრატია.
სამოქალაქო სექტორი და მედია დაფინანსდნენ იმისათვის, რომ საქართველოში რაღაც პატარა დემოკრატიული ყლორტი ფეთქავდეს და გაღვივდეს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები გააუქმონ.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს