Logo

პეტრე ცისკარიშვილი – ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს

პოლიტიკა
1171
Frontnews image description

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არის კონკრეტული  გადაწყვეტილებები მიღებული, რომ მათ არ მიუწვდებოდეთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლელმა პარტნიორებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს.

“ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომ გაატარონ კონკრეტული ქმედებები იმისათვის, რომ საქართველო არ გაიწიროს. ამ ფონზე, სხვა ქმედითი ინსტრუმენტები, გარდა იმისა, რომ დაასანქცირონ ხელისუფლების ის პირები, რომლებმაც საქართველო იზოლაციაში მოაქციეს, პრაქტიკულად, არ არსებობს. ისინი გარედან აკეთებენ მაქსიმუმს – იღებენ იმ სანქციებს.

ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ არის კონკრეტული  გადაწყვეტილებები მიღებული, რომ მათ არ მიუწვდებოდეთ ხელი საერთაშორისო ბაზრებზე”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ჯო უილსონის განცხადებით, “ქართული კოშმარის” აქტი კონგრესში წარსადგენად მზადაა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები