Logo

პეტრე ცისკარიშვილი – დასავლეთიდან არ უნდა მოდუნდეს ყურადღება საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ

პოლიტიკა
449
Frontnews image description

დასავლეთიდან არ უნდა მოდუნდეს ყურადღება საქართველოს დე ფაქტო, თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნება” მუშაობს, რომ ლეგიტიმაცია მოიპოვოს დასავლეთისგან.

“დასავლეთიდან არ უნდა მოდუნდეს ყურადღება საქართველოს დე ფაქტო, თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმართ. ამათაც არ სძინავთ, ესენიც მუშაობენ, რომ ლეგიტიმაცია  მიიღონ დასავლეთისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. ისინი პირდაპირ უმიზნებენ იმ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებზეც გასულია რუსეთი”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები