პეტრე ცისკარიშვილი დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს


ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი დეკლარაციის არ შევსებისთვის დააჯარიმეს.
“დღეს მივიღე ფოსტით წერილი 1000-ლარიან ჯარიმასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დავასაბუთეთ რატომ არ ვავსებდით ამ დეკლარაციას, იქვე მივუთითეთ, რომ დაწერილი გვაქვს განცხადება, იმ ეტაპისთვის არ იყო დაკმაყოფილებული ჩვენი უფლებამოსილების შეწყვეტა და თავს არ მივიჩნევთ დეპუტატებად, პრაქტიკულად არ ვახორციელებთ ამ უფლებამოსილებას და არ უნდა გვევალებოდეს დეკლარაციის შევსება და მაინც ჯარიმა მოვიდა.
ახლა ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და რაიმე საღი აზრი სასამართლო მართლმსაჯულების შიგნით თუ არსებობს, ადამიანებს, რომლებიც უკვე აღარ ვართ პარლამენტის წევრები, მაინც გვავალდებულებენ ამ დეკლარაციის შევსებას, თუ არადა გვაჯარიმებენ, ასე რომ, თუ სასამართლო სისტემას კონკრეტული დავალება არ მისცეს, იმედი მაქვს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში საღი აზრი გაიმარჯვებს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს