პეტრე ცისკარიშვილი – ძალიან ადეკვატურია ის გადაწყვეტილება, რასაც სენატი მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ადეკვატურია ის გადაწყვეტილება, რასაც სენატი მიიღებს და MEGOBARI act სწორედ ამაზე საუბრობს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომ ამერიკასთან იყოს მჭიდროდ დაკავშირებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკასთან პარტნიორობა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში შეუძლებელია.
“ძალიან ადეკვატურია ის გადაწყვეტილება, რასაც სენატი მიიღებს და MEGOBARI act სწორედ ამაზე საუბრობს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა, ძალიან დიდი შესაძლებლობები, რომ ამერიკასთან იყოს მჭიდროდ დაკავშირებული, იყოს პარტნიორულ ურთიერთობაში, სამომავლოდ გაიხსნას უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობაც ჰქონდეს, მაგრამ არა იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც დღეს გვყავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს და რომელიც რუსეთისკენ შებრუნდა და ქვეყნის შიგნით დემოკრატიას ძირს უთხრის”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
აშშ-ში MEGOBARI act-ს დღეს, 11 მარტს განიხილავენ, სადაც საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე იქნება საუბარი.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი