პეტრე ცისკარიშვილი – ძალიან ზუსტად მიაგნეს იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც “ოცნების” რღვევას ხელს შეუწყობს


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტმა და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციებმა ძალიან ზუსტად მიაგნეს იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც “ოცნების” რღვევას ხელს შეუწყობს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დომინოს პრინციპით ჩამოიშლება “ოცნების” რეჟიმი.
“ჩვენ არ უნდა დავუჯეროთ “ოცნების” წარმომადგენლებს, როდესაც ამბობენ, რომ “არ ეშინიათ”, არ აწუხებთ ეს სანქციები. ძალიან მტკივნეულადაც ხვდებათ და არა მხოლოდ მათ სტკივათ, არამედ მათ გარემოცვასაც. იმ ადამიანებს, ვისზეც დგანან, იმ ბიზნესმენებს, რომლებთანაც “პარტნიორობენ” არანაირი ურთიერთობის დაჭერა და გაგრძელება მათთან აღარ ენდომებათ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ დომინოს პრინციპით “ოცნების” რეჟიმი ჩამოიშლება. ევროპარლამენტმა და ევროპის სხვადასხვა ინსტიტუციებმა ძალიან ზუსტად მიაგნეს იმ მტკივნეულ ადგილს, რომელიც “ოცნების” რღვევას ხელს შეუწყობს”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს