
ავტორი
Front News საქართველო
მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო იქნება საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, რომელიც იჯდება მთავარ მაგიდასთან და რომელიც სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობისა” და “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, 5 ნომრის ქვეშ, გაიმარჯვებს ზუსტად 100 დღეში და დაამარცხებს 12-წლიან ბნელ ეპოქას. ჩვენ სულ რამდენიმე დღის წინ ვუსმინეთ მათ ლიდერებს და საქართველოზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოზე საუბრობდნენ, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის რაღაც ობიექტზე, რომ დიდი ბიჭები ერთმანეთში დალაგდებიან, გადანაწილდებიან და ჩვენც რაღაც ადგილს ვიპოვით.
მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ გპირდებით, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო იქნება საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, რომელიც იჯდება მთავარ მაგიდასთან და რომელიც სხვებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს დიდ გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში, სწორედ ასეთი საქართველო გვინდა ჩვენ”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს