Logo

პეტრე ცისკარიშვილი – ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები ჩამოაცილეთ ხელისუფლებას და მერე იმედია, შეძლებთ დანარჩენი 11-ის განხორციელებას

პოლიტიკა
11.10.2022 / 23:49
Frontnews image description

12 პუნქტის შესრულება ეს მართლა 12 კი არ არის, ეს არის ერთს პლუს 11, ეს არის მოახდინეთ დეოლიგარქიზაცია, ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები ჩამოაცილეთ ხელისუფლებას და მერე იმედია,  შეძლებთ დანარჩენი 11-ის განხორციელებას. სინამდვილეში შინაარსი და პოლიტიკური დატვირთვა ამ 12 პუნქტს ასეთი აქვს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას,  პირველ რიგში, პოლიტიკური ატმოსფეროს შეცვლა სჭირდება. 

 

“დეოლიგარქიზაციას კანონი კი არ ჭირდება, მითუმეტეს ისეთი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გარდა ნებისმიერ სხვა მდიდარ ბიზნესმენს შეიძლება მოარგო,  იმ 12 რეკომენდაციაში შეიძლება იყოს 3 რეკომენდაცია, მართლმსაჯულებასთან,  საარჩევნო კანონმდებლობასთან და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელსაც კანონებში ცვლილება სჭირდება, დანარჩენს სჭირდება პოლიტიკური ატმოსფეროს ცვლილება. პოლიტიკური ნება უნდა, ეს უნდა აიძულო „ქართულ ოცნებას“, ამიტომ ვამბობ, ჩვენი პარტია და სხვა პარტიები ამ თემატური საკითხების ირგვლივ გავერთიანდებით, ერთიანი ფრონტით გამოვალთ, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ შედეგის მიღება“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები