
ავტორი
Front News საქართველო
ჯოზეფ ბორელის განცხადებამდე იყო მრავალი სხვა განცხადება ევროპის ქვეყნებიდან. ეს არის განცხადებები, რომლებიც პრაქტიკულად, მტკიცებულებებად უნდა იყოს გამოყენებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების განცხადებების მიხედვით, საქართველომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებით საგარეო კურსს გადაუხვია.
“ჯოზეფ ბორელის განცხადებამდე იყო მრავალი სხვა განცხადება ევროპის ქვეყნებიდან, ისევე როგორც, შეერთებული შტატებიდან, რომ საქართველომ “რუსული კანონის” მიღების ფონზე კურსი შეცვალა, შემდეგ შეცვალა თავისი საგარეო ტრაექტორია და რომ შეჩერებულია ჩვენი ევროინტეგრაცია.
ეს არის განცხადებები, რომლებიც პრაქტიკულად, მტკიცებულებებად უნდა იყოს გამოყენებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოში, იმიტომ რომ, თუ ჩვენ გვაინტერესებს, მიდის თუ არა საქართველო ევროპისკენ და “რუსულმა კანონმა” დააზიანა თუ არა ეს კურსი, მაშინ, პირველ რიგში, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს – დაჯდეს მაგიდასთან და მოაწეროს ხელი, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ, მიაღწია სტანდარტებს და აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც გაწევრიანებისთვის მოეთხოვება”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირს.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს