Logo

პეტრე ცისკარიშვილი – ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან

პოლიტიკა
07.03.2025 / 15:32
Frontnews image description

ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ისინი ერთგულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავარი სიგნალი, რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის  არის ის, რომ იღებენ ზომებს მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას.

“ეს არის მკაფიო და კონკრეტული სიგნალი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომ ისინი ერთგულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების და არანაირი ცვლილება ამ მიმართულებით, რისი იმედიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს ჰქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომ ავტოკრატიულ რეჟიმებს ვინმე თავზე ხელს გადაუსვამდა ვაშინგტონიდან, ეს, რა თქმა უნდა, არ მოხდება.

მთავარი სიგნალი,  რასაც კონგრესი საქართველოში აგზავნის, არის ერთი მხრივ ის, რომ ჩვენ კონკრეტულ ზომებს ვიღებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრის ჩვენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში და მეორე მხრივ ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ გააცნობიეროს და

გადაწყვიტოს – უღირს თუ არა ასეთი ხელისუფლების ყოლა და არა მხოლოდ საზოგადოებამ, არამედ მთლიანად კონკრეტულმა ინდივიდებმაც, მათ შორის სახელისუფლებო ვერტიკალის წარმომადგენლებმა და ბიზნესმენებმა უნდა გამოიტანოს თავისი დასკვნა ამ აქტის შემდეგ”,  – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები