Logo

პეტრე ცისკარიშვილი – ეს გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ ყველა, ვინც ემსახურება “ოცნების“ რეჟიმს, არის პერსონა ნონ გრატად აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით

პოლიტიკა
24.01.2025 / 19:38
Frontnews image description

ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება გვეუბნება, რომ ყველა პირი, ვინც ემსახურება “ოცნების“ რეჟიმს, არის პერსონა ნონ გრატად აღიარებული ევროკავშირის მასშტაბით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

“აქედან გამომდინარე, მთავარი საშინაო დავალება სინამდვილეში არის ჩვენი გასაკეთებელი, ქართველი ხალხის შესასრულებელი, რომ გავაკეთოთ არჩევანი – გვინდა, რომ ასეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომლებიც მართლაც მხოლოდ ჩელიაბინსკში და აღმოსავლეთის მიმართულებით ივლიან, თუ გვინდა დემოკრატიული, პროევროპული, ახალი მთავრობა. ეს ერთგვარი მესიჯის მატარებელიც არის, გარდა იმისა, რომ ადმინისტრაციული შეზღუდვა იმ პირების მიმართ, ვინც დგას „ოცნების“ სამსახურში“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები