პეტრე ცისკარიშვილი - ეს კრაზანების ბუდე ქალაქის ცენტრში არ უნდა არსებობდეს


ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც ახლა მელიქიშვილის ქუჩაზე ხდება, ლოგიკურია, რადგან დედაქალაქი აღშფოთებულია იმით, რაც მათ გუშინ ჩაიდინეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
"ქალებიც კი არ დაინდვეს. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსთაველზე მიდიოდნენ, ეს ადამიანები ჩაუსაფრდნენ და კალაძემ, რომელიც შტაბში დაიმალა, „ტიტუშკები“ მიუგზავნა ახალგაზრდებს საცემად. ეს კრაზანების ბუდე ქალაქის ცენტრში არ უნდა არსებობდეს. ესენი ვერ უნდა ბედავდნენ, რომ ქალაქის მერის სახელი და სურათი ასე გაანათონ. ამ ე.წ. „შტაბში მუშაობა“ ამათმა ვერ უნდა შეძლონ. ამიტომ არის ეს გაღიზიანება. ზუსტად ვიცი, რომ 4 ოქტომბერს, თბილისში, ქვეყნის სხვა ქალაქებში აგვყვება მოსახლეობა. ამათ მხარდაჭერა აღარ აქვთ, ესენი უბრალოდ დაშინებით, პროპაგანდით ინარჩუნებენ ხელისუფლებას. ფულით და ელემენტარული ადმინისტრაციული რესურსით იკავებენ ხელისუფლებას. სხვა მხრივ ესენი არიან განულებულები", – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, შემდეგი 2 და 3 კვირის განმავლობაში "ქართული ოცნება" აუცილებლად ჩამოიშლება.
"ამათი ვერტიკალი აღარ იარსებებს. ხოლო 4 ოქტომბერი იქნება ამათი მშვიდობიანად გასტუმრების და დამშვიდობების დღე. ერთმანეთს უნდა ასწრებდნენ, აქედან ისე უნდა გარბოდნენ. ქალაქის ცენტრში კი არ უნდა იყვნენ ლურჯად განათებულები, არამედ ესენი უნდა ისხდნენ მანქანებში და თვითმფრინავებში და ქვეყნიდან გარბოდნენ. ურჩევნიათ მაგაზე იფიქრონ, ვიდრე გასაყალბებელი სიების წერაზე", – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეკრება გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ გადაწყვიტეს, რა დროსაც მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს