
ავტორი
Front News საქართველო
ესენი არიან ბოროტი სადისტები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წამებისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა.
“ესენი არიან ბოროტი სადისტები, რომლებიც სიამოვნებას იღებენ ადამიანის წამებისგან, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წამებისგან. ღლიცინებენ, თავს აწონებენ თავიანთ უფროსს და ხელმძღვანელს, რომელიც კულისებს მიღმაა მიმალური და ტელევიზორიდან აკვირდება ყველაფერს.
ჩვენ ვაკეთებთ და ვაპირებთ ყველაფერს, ყველა მიმართულებით უნდა ვიმუშავოთ, რომ ვაიძულოთ ბიძინა ივანიშვილი გახსნას კარები და გაუშვას მიშა სამკურნალოდ“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს