პეტრე ცისკარიშვილი – IDU-ს ერთ-ერთი რეზოლუცია შეეხება მიშა სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრებს

ავტორი
Front News საქართველო
IDU-მ მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი შეეხება კონკრეტულად მიშა სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრებს. მეორე რეზოლუცია კი, რომლებიც არის შვედი პარლამენტარების, შეეხება პუტინის ყველა პოლიტიკურ პატიმარს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“IDU-მ (საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი) მიიღო ორი რეზოლუცია. პირველი შეეხება კონკრეტულად მიშა სააკაშვილს, საქართველოში არსებულ სიტუაციას, პოლიტიკურ პატიმრებს, ისევე როგორც ნიკა გვარამიას და ლაზარეს. მათი გათავისუფლების აუცილებლობას და მნიშვნელობას, ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები. მერე ყველამ, მათ შორის მიშა სააკაშვილმა თვითონ იცის როგორ გამოასწოროს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს არის პირველი რეზოლუციის სულისკვეთება.
მეორე რეზოლუცია ჩვენმა კოლეგებმა შემოიტანეს, დააინიცირეს შვედმა პარლამენტარებმა, რომელიც შეეხება პუტინის ყველა პოლიტიკურ პატიმარს, მიშასთან ერთად აქ შედიან რუსი და ბელორუსი ოპოზიციონერები და ამ რეზოლუციითაც IDU ითხოვს მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი




