
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ მუდმივად ვთვლიდით, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანი. აქეთ კონსოლიდირებული, დემოკრატიული ოპოზიციური ძალა და მეორე მხარეს ეს დაჭაობებული პრორუსული ძალა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ “ქართული ოცნების” მოქმედებები, გადაწყვეტილებები, მათი რიტორიკა დიამეტრულად შეიცვალა, ვიდრე დეკემბრამდე იყო. ამას ორი ძირითადი ფუნდამენტური მიზეზი შეიძლება მოვუძებნოთ. ერთი ის, რომ მათ მოსკოვიდან მიიღეს მითითება – ბიჭებო, რას შვრებით, დახურულ კარს მიღმა გვეფიცებით ძმობას და ვასალობას, რომ ჩვენი გუბერნია გახდებით და მეორე ხელით ევროპასაც ეთამაშებით და ემეგობრებით – ამის საპასუხოდ კი მართლა, სოხუმშიც კი რაც არ მიიღეს, ის მიიღეს. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ბიძინამ ჩათვალა, რომ საკუთარი მომავლისთვისაც ეს იქნებოდა კარგი. ალბათ, კობახიძე-ღარიბაშვილმაც უთხრა, რომ ახლა კარგი დროა ამის მისაღებად, რადგან ხალხი დაწყნარებულია, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღეთო. ამ ტრაექტორიაზე დასხდნენ და ეს კანონი უკვე უკან მეორედ ვეღარ გაიწვიეს.
ჩვენ მუდმივად ვთვლიდით, რომ ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანი. აქეთ კონსოლიდირებული, დემოკრატიული ოპოზიციური ძალა და მეორე მხარეს ეს დაჭაობებული პრორუსული ძალა”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
თაგები:
პეტრე ცისკარიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს